მეორე სვირის N1 სკოლა მასწავლებლებს - ლია ხიდაშელსა და თამარ კუბლაშვილს კომპეტენციის დადასტურების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
30-08-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ.

სკოლის პედაგოგებმა - ლია ხიდაშელმა და თამარი კუბლაშვილმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა წარმატებით ჩააბარეს, რაც სკოლისთვის ნამდვილად საამაყო და სასიხარულოა.

„მეორე სვირის N1 საჯარო სკოლა ულოცავს მასწავლებლებს: ლია ხიდაშელსა და თამარი კუბლაშვილს მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კვლავ და კვლავ პროფესიულ წინსვლასა და უამრავ წარმატებას ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის აღზრდის საქმეში!“ - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203