პატარა ირაგის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
30-08-2021
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ირაგის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიული ზრდა-განვითარებისაკენ მუდმივად იღწვიან.
სკოლის პედაგოგებმა: ხათუნა ლიპარტელიანმა, ქეთო პაკელიანმა, გურიელ თამლიანმა, ნანა ჯაფარიძემ და ნატალია ბენდელიანმა მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, რაც სკოლისთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა.
„პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს თავის პედაგოგებს: ხათუნა ლიპარტელიანს, ქეთო პაკელიანს, გურიელ თამლიანს, ნანა ჯაფარიძესა და ნატალია ბენდელიანს მასწავლებელის კომპეტენციის დადასტურების გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!“ - ნათქვამია, სკოლის დირექციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია