ფოკის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ლალი ფნჯოიანიმ, გრიშა მარკოსიანიმ და ვარდითერ პაპიკიანიმ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.
ფოკის საჯარო სკოლა, კურსდამთავრებულებს წარმატებას ულოცავს და მშობლიური სკოლის სასახელოდ მრავალ კარიერულ წინსვლას უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.
იხილეთ ფოტოები: