„გილოცავთ, მეგობრებო, ვამაყობთ და ვხარობთ თქვენი დაუღალავი შრომის ნაყოფით!“- ზესტაფონის N1 სკოლის პედაგოგებმა გამოცდა წარმატებით ჩააბარეს
27-08-2021

ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ.

სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციით, დაწყებითი კლასების წამყვანმა და უფროსმა მასწავლებლებმა: ეკატერინე ბარათაშვილმა, ნინო დარდაგანიძემ, ლელა კაკოიშვილმა, ლეილა გიორგაძემ, მაკა ყიფშიძემ, ინგა ცხადაძემ და    მაძიებელმა მასწავლებელმა გიორგი გოგნაძემ მორიგი  გამარჯვება მოიპოვეს! მათ წარმატებით ჩააბარეს გამოცდა ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში. 

ისტორიის უფროსმა მასწავლებელმა სოფიო ობოლაძემ კი კიდევ ერთ საგანში, სამოქალაქო განათლებაში, მოიპოვა ათი კრედიტი და აიმაღლა სტატუსი.

„გილოცავთ, მეგობრებო, ვამაყობთ და ვხარობთ თქვენი დაუღალავი შრომის ტკბილი ნაყოფით! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, კვლავ და კვლავ პროფესიულ წინსვლასა და უამრავ წარმატებას ჩვენი ქვეყნის  მომავალი თაობის აღზრდის საქმეში!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203