„ძალიან გვიყვარხარ და გვეიმედები“- მესხეთის საჯარო სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები და მათი მშობლები დირექტორ ნაზი სადილიანს დაბადების დღეს ულოცავენ
27-08-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნაზი სადილიანი იუბილარია.

სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები და მათი მშობლები დირექტორს დაბადების დღეს ულოცავენ. 

„მესხეთის სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები, მშობლები დაბადების დღეს ვულოცავთ ერთგულ, ყურადღებიანსა და თავისი საქმის პროფესიონალს, ჩვენი სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნაზი სადილიანს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას, წინსვლას, როგორც თავის პროფესიულ საქმიანობაში ასევე პირად ცხოვრებაში.

მრავალი წელი შეგმატოთ უფალმა.!

ყველას ძალიან გვიყვარხარ და გვეიმედები!“- აღნიშნულია მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203