ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მასწავლებლის გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
27-08-2021
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე ზრუნავენ.
პედაგოგმა, ვლადიმერ წეველიძემ სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სპორტის უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. ასევე, სპორტის გამოცდა ჩააბარეს დაწყებითი კლასების პედაგოგებმა: ციური ხეჩუაშვილმა და მაკა ზაზაძემ; ხოლო, სამოქალაქო განათლების გამოცდა წარმატებით ჩააბარა გიორგი გობეჯიშვილმა.
„ვლადიმერ წეველიძეს ვულოცავთ სპორტის უფროსი მასწავლებლობლის სტატუსის მინიჭებას და ვუსურვებთ შემდგომ კარიერულ წინსვლას! სპორტის გამოცდის ჩაბარებას ვულოცავთ დაწყებითი კლასის მასწავლებელებს ციური ხეჩუაშვილს, მაკა ზაზაძეს! სამოქალაქო განათლების გამოცდის ჩაბარებას ვულოცავთ გიორგი გობეჯიშვილს! წარმატებებს გისურვებთ კოლეგებო!“ - აღნიშნულია ყელქცეულის საჯარო სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია