გაიცანით, ვანის N2 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული ქეთევან ბაღდავაძე
27-08-2021
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ვანის N2 საჯარო სკოლას უამრავი ნიჭიერი და წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას სიამაყით უზიარებს.

სკოლის, ერთ-ერთი ნიჭიერი და წარმატებული კურსდამთავრებულია, ქეთევან ბაღდავაძე. მან მშობლიური სკოლა 2019 წელს დაამთავრა და ახლა სწავლას, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძობს, სწავლის პარარელურად მუშაობს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. 

„ეს არის ის გარემო, რომელმაც ჩემს მეხსიერებასა და გონებაში წარუშლელი კვალი დატოვა. ჩემი მოგონებების ყველაზე მნიშვნელოვანი და თბილი ფრაგმენტები, სწორედ ამ ადგილთან არის დაკავშირებული. გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ შევედი პირველ კლასში, რაღაც უცხოსა და ახლის შიშით, თუმცა ეს გრძნობა მასწავლებლების სიყვარულით სავსე დამოკიდებულებამ მალე გააქრო“, - ამ სიტყვებით იხსენებს, ნიჭიერი კურსამთავრებული, ქეთევან ბაღდავაძე მშობლიურ სკოლას.

„ჩვენი კურსადმთავრებულია ეს საოცარი გოგო, ბედნიერებაა მისი წარმატებები ჩვენთვის,“ - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო ბმულზე:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203