ჭიაურის საჯარო სკოლის პედაგოგი იამზე შუბითიძე ტრენინგკურსის წარმატებით გავლისთვის დაჯილდოვდა
27-08-2021
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის პედაგოგები საზაფხულო არდადეგების მიუხედავად პროფესიული განვითარების მიზნით სხვადასხვა ტრენინგკურსებში აქტიურად და წარმატებით იღებენ მონაწილეობას.
სკოლის პედაგოგმა, იამზე შუბითიძემ წარმატებულად გაიარა ტრენინგკურსი და სერტფიკატით დაჯილდოვდა.
ტრენინგკურსი 2020-2021 აკადემიურ წელს USAID-ის საბაზისო განათლების ფარგლებში ჩატარდა, სადაც პედაგოგმა, იამზე შუბითიძემ აქტიურობით გამოიჩინა თავი.
„ღმერთო, ჯანმრთელობა და სიმშვიდე მოგვეცი, ნუ დაგვიკარგავ იმედს და რწმენას, ყველაფერი კარგად იქნება, რომ ყველა ადამიანი ენთუზიაზმით და დაგეგმილი მომავლით აგრძელებდეს თავის საქმეს. მენატრება ჩემი სკოლა და ბავშვები, რა აზრი აქვს მათ გარეშე სერტიფიკატებს და ახალი ცოდნის შეძენას. იმედია, მალე შევხვდებით საკლასო ოთახებში“, - ამბობს, ლიდერი პედაგოგი, იამზე შუბითიძე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია