განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ტრენინგში აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
27-08-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლე რომან სურმანიძე ტრენინგში- „ოჯახში ძალადობის ფორმები და მისი პრევენცია“ აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
სერტიფიკატი მოსწავლეს ახალგაზრდული ორგანიზაციის - „მომავლისკენ“ ადმინისტრაციამ გადასცა.
რომან სურმანიძე 23 აგვისტოს თემაზე - „ოჯახში ძალადობის ფორმები და მისი პრევენცია“ საინტერესო ონლაინ ტრენინგს დაესწრო. მისი მიმდინარეობისას ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფსიქოლოგიური მუქარა, დაშინება, იძულება და ა.შ.