
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია გრძელდება. სკოლაში შიდა ინტერიერის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. სკოლა მოსწავლეებისა და პედაგოგების ინტერესებს მაქსიმალურად მოერგება.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები გაეცნენ.
სამუშაოები ცენტრალური მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 62 000 ლარს შეადგენს.