ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლების 90% აცრილია
27-08-2021
ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგების 90% კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით აცრილია ან მეორე დოზას ელოდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად სკოლა ავრცელებს და მშობლებსაც მოუწოდებს რომ აიცრან და ამ გზით გარშემომყოფების სიცოცხლე დაიცვან. 

„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო...მშობლებო, ქალაქ ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა მიუხედავად პანდემიით გამოწვეული პრობლემებისა ემზადება ღირსეულად შევხვდეს 2021-2022 სასწავლო წელს.
იმისათვის, რომ სკოლაში შევქმნათ უსაფრთხო გარემო მასწავლებელთა 90% აცრილია ორი დოზით ან დარეგისტრირებულია ასაცრელად, რაც 15 სექტემბრამდე დასრულდება.
მშობლებო ჩვენ ავიცერით, ახლა თქვენი ჯერია...დავიცვათ ჩვენი...თქვენი...ჩვენი შვილების უსაფრთხოება და სიცოცხლე!“,- წერია სკოლის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203