„გვჯერა, პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა აცრაა“- გუმბათის საჯარო სკოლის ყველა პედაგოგი ვაქცინირებულია
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი და ადმინისტრაციის თანამშრომელი კოვიდის საწინააღდეგო ვაქცინით აიცრა.
სკოლაში ამბობენ, რომ იზიარებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და პანდემიასთან გამკლავების ერთადერთ გზად სწორედ ვაქცინაციას მიიჩნევენ. გუმბათის საჯარო სკოლაში იმედოვნებენ, რომ მალე აქტიურ სასკოლო ცხოვრებას დაუბრუნდებიან.
„ვიაზრებთ ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხიმგებლობას და გვჯერა, რომ პანდემიის დამარცხების ერთადერთი გზა აცრაა!
გვსურს, რომ მალე დავუბრუნდეთ ისეთ სასკოლო ცხოვრებას, როგორიც ამ ფოტოს გადაღების დროს გვქონდა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.