ქუთაისის ცხრა საჯარო სკოლა მოსწავლეთა კითხვისა და მათემატიკური უნარების განვითარების ხელშემწყობ პროგრამაში ჩაერთო
26-08-2021

ქუთაისის N2, N3, N19, N20, N21, N30, N31, N33, N37 საჯარო სკოლები, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მე-2 და მე-6 კლასების მოსწავლეთა კითხვისა და მათემატიკური უნარების განვითარების შეფასების გრძელვადიან (სამ ეტაპიან) პროგრამაში ჩაერთვნენ. 

აღსანიშნავია, რომ USAID პანდემიის პერიოდში დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ხელს უწყობს კითხვის და მათემატიკის უნარ-ჩვევების განვითარებაში.

USAID საბაზისო განათლების პროგრამა გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას და გენდერულ თანასწორობას. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203