ხონის N4 სკოლის მოსწავლე მარაიმ მურღვლიანი პირველი ქართველი გოგონაა, ვინც ძალოსნობაში კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლები მოიპოვა
26-08-2021
ხონის N4 საჯარო სკოლის მეათეკლასის მოსწავლე მარაიმ მურღვლიანმა ძალოსნობაში კონტინენტის პირველობაზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა. მან ამ სპორტის სამ კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა და ოქროს მედლები დაისაკუთრა.
აღსანიშნავია, რომ მარიამი კონტინენტის პირვეელობაზე პირველად ასპარეზობდა, თუმცა ამის მიუხედავად, მან შეძლო და თავისი შესაძლებლობები გამოავლინა. მარაიმ მურღვლიანი პირველი ქართველი გოგონაა, ვინც ძალოსნობაში კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლები მოიპოვა
მარიამ მურღვლიანის ანგარიშზე სულ 9 რეკორდია.
ხონის N4 საჯარო სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეს ამ დიდ წარმატებას და იმედოვნებენ, რომ მომავალშიც ბევრჯერ იამაყებენ მისი წინსვლით.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია