ეკის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლალი სამინავამ სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე. სკოლის, პედაგოგმა მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით ჩააბარა, რაც სკოლისთვის ნამდვილად სასიხარულო და საამაყოა.
ხელოვნების პედაგოგმა, ლალი სამინავამ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ჩააბარა.
ეკის საჯარო სკოლა ულოცავს ხელოვნების მასწავლებელს სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას და შემდგომში წარმატებებს უსურვებს.