
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის ახალაშენებულ საჯარო სკოლში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასა და განათლების და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად იმყოფებოდა.
ამჟამად, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში 400-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. ახალი სკოლა 600 მოსწავლეზეა გათვლილი. ის თანამეროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და მაქსიმალურადაა გათვლილი მოსწავლეთა და პედაგოგთა ინტერესებზე.
საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნასაკირალში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა 2021 წლის აგვისტოში დასრულდა. მშენებლობის ღირებულებამ 7 022 440 ლარი შეადგინა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენებულ სკოლაში 24 საკლასო ოთახი და 4 კაბინეტი-ლაბორატორიაა. კეთილმოეწყო სკოლის ეზო, ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.