
ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესის“ წარმატებულმა კურსდამთავრებულმა სოფიო ლაფერაშვილმა ჩინეთში, Xi'an Jiaotong Liverpool University-ში ჩააბარა.
სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულის მიღწევებით და მიმავალშიც წარმატებას უსურვებს სოფიო ლაფერაშვილს.
„კიდევ ერთი, ჩვენი კურსდამთავრებულის სოფიო ლაფერაშვილის წარმატება გვინდა გაგიზიაროთ! სოფიო სწავლას ჩინეთში, Xi'an Jiaotong Liverpool University-ში განაგრძობს! ჩვენი სკოლის სახელით მას ულევ წარმატებასა და საინტერესო გამოწვევებს ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.