
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის მეორეკლასელი გია მიქაძე წარმატებული მოსწავლეა.
იგი მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არის ჩართული და ტესტებს ბრწყინვალედ გადის.
წარმოგიდგენთ საამაყო მოსწავლის ვიდეოს. გიას ჰობია სიმღერა. უყვარს ქართული სიმღერების მოსმენა და შესრულება. უყვარს თავისი სკოლა, განსაკუთრებით მისი კლასის ხელმძღვანელი- ქალბატონი ხათუნა კინწურაშვილი, რომელმაც ღრმად ჩაუნერგა მშობლიური ქართული ენის სიყვარული. მოსწონს, როდესაც აკეთებს izrune.ge-ს ტესტებს. ახლაც ხალისით აკეთებს საზაფხულო ტესტებს და შესაძლებლობა ეძლევა უკეთესად გაიცნოს საქართველოს კუთხეეები, შეიმეცნოს და შეიყვაროს თითოეული კუთხის ღირსშესანიშნაობები და ტრადიციები. სურვილი აქვს, რომ კიდევ მთელი ზაფხულის განმავლობაში გააგრძელოს izrune.ge-ს ტესტების წერა და მის თანატოლებსაც ურჩევს, რომ დარეგისტრირდნენ და გაიმყარონ ცოდნა.
„უღრმესი მადლობა izrune.ge-ს მთელ შემადგენლობას. წარმატებებს გისურვებთ!“,- გვწერს ნიჭიერი მოსწავლე.
იხილეთ ვიდეო: