ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მისაღები გამოცდები ჩატარდა
26-08-2021
ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქში არსებულ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლაში პირველად ჩატარდა მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეთა მისაღები გამოცდები.
გამოცდები ჩატარდა მათემატიკაში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ.
მათემატიკის გამოცდაზე სხვადასხვა სკოლის 145 მოსწავლე დარეგისტრირდა. გამოცდები ორ სესიად მიმდინარეობდა. საბოლოოდ რეიტინგული სია გამოცდების ჩატარებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში გამოცხადდება ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის ვებ-გვერდის მეშვეობით.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია