„გულითადად ვულოცავთ“- დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ირმა ჟღენტმა და ნათია მექვაბიშვილმა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
25-08-2021

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის დაწყებითი საფეხურის პედაგოგებმა ირმა ჟღენტმა და ქიმიის მასწავლებელმა ნათია მექვაბიშვილმა მასწავლებლის გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მათ წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.

„ჩვენი სკოლისთვის ფრიად სასიხარულოა წლევანდელი მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, რომელიც წარმატებით გადალახეს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ირმა ჟღენტმა და ქიმიის მასწავლებელმა ნათია მექვაბიშვილმა. გულითადად ვულოცავთ, დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები, ვუსურვებთ წარმატებებს!“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203