ბროლოსნის საჯარო სკოლის მოსწავლე, ძალოსანი გიგა ოდიკაძე ევროპის ჩემპიონია
25-08-2021
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროლოსნის საჯარო სკოლაში უამრავი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს , რომელთა თითოეულ მიღწევას სკოლა საზოგადოებას დიდი სიამაყით უზიარებს. 

ბროლოსნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე, გიგა ოდიკაძე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სკოლის მოსწავლე, გიგა ოდიკაძემ პოლონეთში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 79/82/84 კგ დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. აკვრაში ქართველმა ძალოსანმა 94/99/102 კგ. დააფიქსირა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში გიგამ 186 კგ დაძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა.

ბროლოსნის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს გიგა ოდიკაძეს ამ დიდ გამარჯვებას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203