„სკოლას 100 პროცენტით სერტიფიცირებული მასწავლებლები ჰყავს“- ზემო ქედის N1 სკოლის დირექტორი პედაგოგებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
25-08-2021
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მასწავლებელთა გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტატუსი აიმაღლეს.
სკოლაში, პედაგოგების 100% სერტიფიცირებულია, რაც ძალიან სააამაყო და მნიშვნელოვანია, არამხოლოდ მათთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც.
ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა და დირექტორი, დავით სეთური პედაგოგებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და სტატუსის ამაღლებას ულოცავს.
„მოგეხსენებათ, რომ მასწავლებლობა ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო პროფესია, მინდა ჩემს პედაგოგებს მივულოცო ეს წარმატება. დღეს სკოლას 100 პროცენტით სერტიფიცირებული მასწავლებლები ჰყავს“, - აღნიშნავს ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით სეთური.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს