ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები ინგლისური ენის ტრენინგში მონაწილეობისათვის კომპიუტერებით დასაჩუქრდნენ
25-08-2021

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის სამ პედაგოგს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებულ პროექტში – „სამოქალაქო განათლება და ტექნოლოგიები ინგლისური ენის გამოყენებით“ (CTEL) წარმატებული მონაწილეობისათვის, საჩუქრად პლანშეტური კომპიუტერები გადაეცა.

პროგრამაში მონაწილეობდნენ:

  • რუსუდან რუსიეშვილი;
  • მარინა დოლიძე;
  • მაია გოგოტიშვილი.

აღნიშნული პროგრამის მიზანია ინგლისური ენის, სამოქალაქო განათლების და ტექნოლოგიების კონტენტის ერთ გაკვეთილში ინტეგრირება და ინგლისური ენის პედაგოგების ენობრივი კომპეტენციების ზრდა. ტრენინგი 42-საათაინი იყო. პედაგოგებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოიყენეს.

ოზურგეთში ტრენინგებს ამერიკელი სპეციალისტი თომა მალეტი, ადგილობრივ ტრენერებთან – ნათია სურგულაძესთან, მარინა გოგუაძესთან და ელენე ბურჭულაძესთან ერთად უძღვებოდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203