ეშტიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ
25-08-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთვნენ.

სკოლის 10 პედაგოგი უკვე აცრილია და პროცესი გრძელდება.

„გამოვიჩინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვისთვის ხელი შევუწყოთ პანდემიის დასრულებას“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.  

ეშტიის N1 საჯარო სკოლის დირექცია, პედაგოგებს მადლობას უხდის იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისათვის და ყველას მოუწოდებს აიცრან, რათა ერთად დაამარცხონ პანდემია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203