ეშტიის N1 საჯარო სკოლაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
25-08-2021

ნინოწმინიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში აქტიურადაა ჩართული და ამ მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება.

სკოლაში, COVID-19 ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ეშტიაში დაბადებული, ამჟამად კი ჩეხეთში მცხოვრები და მოღვაწე პროფესორი, მეცნიერი და ნეირობიოლოგი, სააკ ჰოფსეფიანი დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ როგორც სკოლის პედაგოგები, ისე მოსწავლეების მშობლები.

სააკ ჰოფსეფიანმა შეხვედრაზე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა და COVID-19-ის შესახებ დასმულ შეკითხვებს ამომწურავად გასცა პასუხები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203