ახაშნის საჯარო სკოლის გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალისტი ეკოკლუბი სერტიფიკატით დაჯილდოვდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო პროექტებში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
სკოლის ეკოკლუბი, პედაგოგის, ნანა სააკაშვილის ხელმძღვანელობით ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021-ის ნახევარფინალისტი გახდა და სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.
„აი, ჩვენი ეკოკლუბის წარმატება! მადლობა და წარმატებები ჩვენი სკოლის ბუნებისმცოდნეობის პედაგოგს და კლუბის ხელმძღვანელს, ნანა სააკაშვილს და მის მოსწავლეებს“. - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.
იხილეთ ფოტო: