ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი კონკურსის ნახევარფინალისტია
24-08-2021
ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან. მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ხშირად მონაწილეობენ და წარმატებებსაც აღწევენ.

სკოლის ეკოკლუბი, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“-ის ნახევარფინალისტი გახდა და საჩუქრები გადაეცა.

„საჩუქარი CENN და კეცხოველის სასკოლო პროექტისგან ჩვენი სკოლის ნახევარფინალისტ ეკოკლუბს! ვულოცავთ ეკოკლუბს და წარმატებულ გარემოსდაცვით საქმიანობას ვუსურვებთ!“- აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation  ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203