განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თხრობის ხელოვნების შესახებ ტრენინგი გაიარეს
24-08-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის ორი მოსწავლე მეთერთეტეკლასელი რომან სურმანიძე და მეათეკლასელი ლაშა მხეიძე ტრენინგს - „თხრობის ხელოვნება“, ესწრებოდნენ.

ტრენინგს ასევე ესწრებოდა ამავე სკოლის კურსდამთავრებული მაგდა კომახიძე.

„თხრობის ხელოვნების“ ორგანიზატორი ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი იყო. იგი ონლაინ მიმდინარეობდა და  20 აგვისტოს დასრულდა. კონკურსში მონაწილეეებს საჩუქრად სათვალისა და წიგის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცემათ.

„კურსის ფარგლებში გაიმართა მასტერკლასები, მონაწილეებმა შევასრულეთ პრაქტიკული დავალებები, გავეცანით აუდიტორიის წინაშე წარდგომისა და თხრობის ტექნიკას. ტრენინგის უძღვებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი-თამარ ნიკურაძე-აროშიძე. შეხვედრას განთიადის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე რომან სურმანიძე და მე-10 კლასის მოსწავლე ლაშა მხეიძე ესწრებოდნენ. ასევე, შეხვედრას ესწრებოდა განთიადის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული მაგდა კომახიძე. ტრენინგში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 20 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებს, დასწრებადობის გათვალისწინებით, სათვალეების მაღაზიის/წიგნების მაღაზიის ვაუჩერები გადაეცემათ საჩუქრად.“,- ნათქვამია გავრცლებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203