მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე ხარშილაძემ მშვილდოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა
მარნეულის N5 საჯარო სკოლაში უამრავი ნიჭიერი და წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეულ მიღწევებს სკოლა საზოგადოებას სიხარულითა და სიამაყით უზიარებს.
სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი სპორტსმენი კი სალომე ხარშილაძე გახლავთ, რომლის წარმატებამ არამხოლოდ სკოლას, არამედ მთელს რაიონს დიდი სიხარული მოუტანა. მან მსოფლიო ჩემიონატში წარმატებით იასპარეზა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში მშვილდოსნებთან შეხვედრა გაიმართა, რომელთაც ბათუმში მიმდინარე წლის 18-21 ივლისს საქართვლოს თასის და 22-25 ივლისს საქართველოს ჩემპიონატის ტურნირებზე წარმატებით იასპარეზეს.
სპორტსმენებს აღნიშნული წარმატება მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა პირადად მიულოცეს და მომავალში სხვადასხვა ტურნირებში გამარჯვება უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონი, პირველი ადგილის მფლობელი სალომე ხარშილაძე, 7 აგვისტოს გაემგზავრა პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში, ახალგაზრდებში მშვილდოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე.