ირგანჩაის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნატო კვარაცხელიამ ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაირა
24-08-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის პედაგოგები საზაფხულო არდადეგების მიუხედავად პროფესიულ განვითარებაზე თავდაუზოგავად ზრუნავენ. პედაგოგები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ტრენინგებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
ირგანჩაის საჯარო სკოლის ქართულის ენის პედაგოგმა, ნატო კვარაცხელიამ ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაირა და შესაბამისი სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
ტრენინგკურსი 2020-2021 აკადემიურ წელს USAID-ის საბაზისო განათლების ფარგლებში ჩატარდა, სადაც პედაგოგმა, ნატო კვარაცხელიამ აქტიურობით გამოიჩინა თავი.
ირგანჩაის საჯარო სკოლა, პედაგოგს ულოცავს ამ წარმატებას და პროფესიულ საქმიანობაში ულევ წინსვლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია