ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს
23-08-2021
ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუდამ გამოირჩევიან ერთმანეთის თანადგომითა და კეთილი საქმეების კეთებით.

სკოლის მოსწავლეებმა, 14 წლის ქობულეთელი გოგონას, ნანოლი მელიასანოვას დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს.

ნანოლი მელიასანოვ, ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში სწავლობდა და სამწუხაროდ, გულის მანკი აქვს და სწორედ მის დასახმარებლად გაერთიანდნენ თანასკოლელები.

სკოლაში არსებული ლიტერატურული კლუბის, „მე მიყვარს ლიტერატურას“ წევრებმა და მოსწავლეთა თვითმართველობის ახალგაზრდებმა, ნანოლის დასახმარებლად აქცია წამოიწყეს. საკუთარი ძალებით მოახერხეს მუყაოს ყულაბების გაკეთება, დაჯგუფდნენ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადანაწილდნენ.

საქველმოქმედო აქციამ წარმატებით ჩაიარა, შეგროვდა ფული და ნანოლის მშობლებს გადაეცათ.

მოსწავლეები ამით არ დაკმაყოფილდნენ და ქობულეთის N5 საჯარო სკოლის ახალგაზრდების სახელით ქობულეთის ადგილობრივ ხელისუფლებას ნანოლის დასახმარებლად გამართული აქციის პროექტი წარუდგინეს. ასევე დაწერეს განცხადება და ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით ნანოლის 1000 ლარის ოდენობით  ერთჯერადი ფულადი დახმარება დაუმტკიცდა.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნანოლის დასახმარებლად!“ - აღნიშნეს ქობულეთის N5 საჯარო სკოლის მისაბაძმა მოსწავლეებმა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203