არეშფერანის საჯარო სკოლის ლიდერი მასწავლებლები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
23-08-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს.

სკოლა ჩართული იყო USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამაში. პროექტში სკოლიდან ჩართულ სამ პედაგოგს მადლობის წერილი და სერტიფიკატები მოუვიდა. 

გთავაზობთ მადლობის წერილის ამონარიდს.

„კახეთის რეგიონის გუნდი კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ პატივისცემას და მადლიერებას, რომ თქვენი სკოლა ჩართულია პროექტში და თითოეული სკოლის წარმომადგენელი ლიდერი მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ ტრენინგებსა თუ სხვადასხვა სახის აქტივობებში. მათი წარმატებული საქმიანობის დასტურად გიგზავნით იმ ლიდერ მასწავლებელთა სერტიფიკატებს, რომელთაც ამავდროულად წარმატებით გაიარეს ლიდერ მასწავლებელთა ტესტირების პროცესიც“,- აღნიშნულია წერილში.

იხილეთ სერტიფიკატები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203