„მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მალე შევხვდეთ ერთმანეთს“- ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მასწავლებლების 80% სრულად ვაქცინირებულია
23-08-2021
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიური საზოგადოება COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო.
სკოლის პედაგოგიური საზოგადოების 80% სრულად, 12% კი პირველი დოზით უკვე აიცრა.
„მოგიწოდებთ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს, ჩვენ ავიცერით ჩვენი და თქვენი შვილებისთვის, აიცერით თქვენც. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ მალე შევხვდეთ ერთმანეთს და განვაახლოთ სასწავლო პროცესი ჩვენი ლამაზი სკოლის კედლებში!“ - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია