თბილისის N119 საჯარო სკოლის პედაგოგების 60% ვაქცინირებულია
23-08-2021

თბილისის N119 საჯარო სკოლა ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთო.

სკოლის პედაგოგები და პერსონალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან და ფიქრობენ, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია, რათა სწავლის უსაფრთხო გარემოში გაგრძელება შეძლონ.

„N119 საჯარო სკოლის პედაგოგები და პერსონალი აქტიურად ჩაერთო საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში. გვაქვს უდიდესი სურვილი და მზაობა, რომ ჩვენს აღსაზრდელებს დავახვედროთ უსაფრთხო სკოლა, რადგან მხოლოდ ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა არის გარანტი სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებისა.

ვაქცინა გვიცავს! პედაგოგების 60% უკვე აცრილია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ გარდა უკვე ვაქცინირებული პედაგოგებისა ნაწილს 14 სექტემბრამდე აქვს აცრაზე ვიზიტი დაჯავშნილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203