ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის ლიდერმა პედაგოგებმა სერტიფიკატები დაიმსახურეს
20-08-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ, ამის დასტური მათი საზაფხულო აქტივობებია.
სკოლის სამმა პედაგოგმა: ფატმან კლდიაშვილმა, ნანული არაბიძემ და ელისო ჩუბინიძემ USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამის“ ტრენინგკურსები წარმატებით გაიარეს და დამსახურებული სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამა“ - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება - ფარგლებში მიმდინარეობდა და სკოლის ლიდერი პედაგოგები აქტიურობით გამოირჩეოდნენ.
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლა, პედაგოგებს ულოცავს ამ წარმატებას და პროფესიულ საქმიანობაში ულევ წინსვლას უსურვებს.