გაიცანით, ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე ნინი გურგენიძე, რომელიც 13 წელია ცეკვავს
20-08-2021
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლაში უამრავი ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლე სწავლობს, რომელთა თითოეული წარმატება სკოლას ძალიან ახარებს.

სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა, ნინი გურგენიძე, რომელიც თითქმის 13 წელია ცეკვავს. მისთვის ცეკვა არამხოლოდ ჰობი, არამედ პროფესიაც არის. ნინის სურს, რომ ოდესმე საკუთარი სტუდია გახსნას და მომავალ თაობას ისევე გულით შეაყვაროს ქართული ცეკვა, როგორც მას უყვარს. ცეკვის სტუდიის გახსნამდე კი, მისი ოცნება სუხიშვილების ანსამბლში მოხვედრაა.

ნინი გურგენიძე, ასევე ძალიან კარგად ხატავს და რომ არა ცეკვა, აუცილებლად სამხატვრო აკადემიაში ჩააბარებდა. გარდა იმისა რომ ძალიან ნიჭიერი მხატვარი და წარმატებული მოცეკვავეა, იგი სკოლაში ასევე მისაბაძი მოსწავლეა.

ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლა ამაყობს ნინი გურგენიძის ყოველი წარმატებით და ცხოვრებაში ულევ წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203