ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე გამოცხადებულ კონკურსში საპრიზო ადგილი დაიკავეს
20-08-2021
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებსა თუ ღონისძიებებში.
სკოლის მოსწავლეებმა: თათია და ხატია მსხვილიძეებმა ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
კონკურსში მათი ხელმძღვანელი გახლდათ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, ქეთევან ენდელაძე. თათია და ხატია მსვილიძეებმა საპრიზო, მესამე ადგილი დაიკავეს, რისთვისაც ვაუჩერებით დაჯილდოვდებიან.
„ვულოცავთ მასწავლებელსა და მოსწავლეებს წარმატებას!“ - აღნიშნავს სკოლის დირექცია.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია