ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნიერების წამახალისებელ კონკურსში გაიმარჯვეს
20-08-2021

ბათუმის N30 საჯარო სკოლის ორი მოსწავლე კონკურსის გამარჯვებული გახდა.

კონკურსში - „მოყევი ხუთი წინადადებით“, გამარჯვებული მოსწავლეები არიან ანი ბერიანიძე და საბა ბაკურიძე. ანი ბერიანიძე გუნდის რჩეული გახდა, ხოლო საბა ბაკურიძემ ყველაზე მეტი მოწონება დააგროვა.

გამარჯვებულები საჩუქრად წიგნებს მიიღებენ.

სკოლა ულოცავს გამარჯვებულებს და მადლობას უხდის ყველა იმ მოსწავლეს, ვინც კონკურსში მონაწილეობდა.

გამარჯვებულები სურვილისამებრ საჩუქრად მიიღებენ შემდეგ წიგნებს: მარიანე კაურინის „ჩვენი სამხრეთი“ + ელისო ჩუბინიშვილის „ვარსკვლავების მდინარე“ ან ონჯალი რაუფის „ბიჭი ბოლო მერხზე“ + რობერტ ლუის სტივენსონის „განძის კუნძული“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203