ლედგებეს საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
20-08-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის შენობა რეაბილიტირდა.

სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ახალ სასწავლო წელს განახლებული სკოლის კედლებში შეხვდებიან.

სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით მოეწყო. გარემონტდა სკოლის კედლებიც, ძველი ფანჯრები, ახლით შეიცვალა. განახლდა სკოლის შენობის ფასადიც. 

სკოლის დირექტია კმაყოფილებას გამოთქვამს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების გამო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203