დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის ფინალისტია
20-08-2021
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

სკოლის ეკოკლუბი, ნონა ტოკლიკაშვილის ხელძღვანელობით, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021-ის ფინალისტი გახდა და სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

„დიდი მადლობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პროექტის ორგანიზატორებს ჩვენი გახარებისთვის, ეს ჩვენი სკოლის ეკოკლუბისთვის „შექმენი მომავალი“ დიდი მოტივაციაა“, - აღნიშნულია სკოლის ეკოკლუბის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია - 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის - ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation  ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203