ქუთაისის N21 საჯარო სკოლის ლიდერი მასწავლებლები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
19-08-2021
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის პედაგოგებმა USAID-ის ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს.
„ქუთაისის N21 საჯარო სკოლიდან USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამის“ პროექტის - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება ფარგლებში პედაგოგებმა: მაკა კოსტავამ, ხათუნა ხუნდაძემ, მანანა ჯანელიძემ, ლია ყიფიანმა და ნინო ჩარკვიანმა ტესტირება წარმატებით გაიარეს და ლიდერი მასწავლებლის დამადასტურებელი სერტიფიკატები მიიღეს. სკოლა მათ ამ წარმატებას ულოცავს“, -აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია