„სხვა სამყარო ჩემი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ბენიძემ სასკოლო კონკურსზე შთამბეჭდავი ფოტოები წარადგინა
19-08-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საზაფხულო არდადეგების მიუხედავად აქტიურობით გამოირჩევიან.

სკოლის კონკურსი - „სხვა სამყარო ჩემი“ ზაფხულის დღეებშიც აქტიურად გრძელდება და სასკოლო საზოგადოებას უფრო დიდი სიყვარულით ჰკრავს.

ამჯერად, სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ, მარიამ ბენიძემ (კლასის ხელმძღვანელი, მედეა კუჭავა) ძალიან საინტერესო და ინდივიდუალური ხედვით გამორჩეული ფოტოები გაგვიზიარა.

სკოლის მოსწავლე, მარიამი არა მარტო წარჩინებული აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, არამედ იგი აქტიურ მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პროექტებში, სასკოლო საზოგადოებას ხშირად უზიარებს თავის სასწავლო რესურსებს და ვიდეორგოლებს.

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლა გამორჩეულ და საყვარელ მოსწავლეს, მარიამ ბენიძეს წარმატებასა და წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203