ეშტიის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს დირექცია ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
19-08-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს.

მთელი სკოლა, მათ შორის დირექცია, ულოცავს აბიტურიენტებს ამ წარმატებას და მომავალშიც წინსვლას უსურვებს.

სკოლაში იმედოვნებენ, რომ კურსდამთავრებულები, მოპოვებული მაღალი ქულებიდან გამომდინარე, სწავლას სასურველ უნივერსიტეტებსა და მიმართულებაზე გააგრძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 2 აგვისტოს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული ქულების გამოქვეყნება 2 აგვისტოდან დაიწყო.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203