ზედა ვანის საჯარო სკოლის პედაგოგები პროექტებში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
18-08-2021
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის პედაგოგები საზაფხულო არდადეგების მიუხედავად აქტიურად ზრუნავენ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე.
სკოლის პედაგოგებმა: ნინო ხარძეიშვილმა, ნელი ხარძეიშვილმა და მარიკა ბელთაძემ სხვადასხვა პროექტებში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები დაიმსახურეს.
ნინო ხარძეიშვილი და ნელი ხარძეიშვილი USAID-ის პროექტში, ხოლო მარიკა ბელთაძე ინგლისური ენის საზაფხულო ბანაკში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისათვის დაჯილდოვდნენ.
სკოლა, პედაგოგებს ულოცავს ამ წარმატებას და პროფესიულ წინსვლაში ულევ გამარჯვებებს უსურვებს.