ქუთაისის N19 საჯარო სკოლის ლიდერი პედაგოგი ქეთევან ჯინჯიხაძე სერტიფიკატით დაჯილდოვდა
18-08-2021
ქუთაისის N19 საჯარო სკოლის პედაგოგები საზაფხულო არდადეგების მიუხედავად პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის პედაგოგმა, ქეთევან ჯინჯიხაძემ USAID-ის პროექტში აქტიური და წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატი დაიმსახურა.
„USAID-ის „საბაზისო განათლების პროგრამა“ პროექტის - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება - ფარგლებში, ჩვენი სკოლის ლიდერი მასწავლებელი ქეთევან ჯინჯიხაძე დაჯილდოვდა პროექტის სერტიფიკატით. ვულოცავთ ქეთევანს და წარმატებებს ვუსურვებთ პროფესიულ საქმიანობაში“ - ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია