წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ
18-08-2021
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო და შემეცნებით პროექტებში აქტიურად მონაწილეობენ.

საზაფხულო არდადეგების მიუხედავად, სკოლასა და სკოლის გარეთ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობენ.

დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავად მე-11 კლასის მოსწავლემ, მარიამ ბენიძემ საქართველოზე ვიდეორგოლი მოამზადა, ასევე ლექსი ვიდეორგოლით მე-3 კლასელმა ლიკა ფირცხალავამ მიუძღვნა ამ დიდ დღეს, ხოლო დავით აღმაშენებლის ნახატი შეასრულა მონიკა მანაგაძემ. 

ასევე, მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ წიგნის მოყვარულთა კლუბებში english book education და macmillan education, რისი დასტურიც მათი სერტიფიკატები გახლავთ. სკოლის მე-7 კლასელ კონსტანტინე მეშველიანმა წარმატებით გაიარა სწავლების სრული კურსი ინგლისურ ენაში და შესაბამისი სერტიფიკატითაც დაჯილდოვდა.

მე-4 კლასის მოსწავლე ელენე ლიპარტელიანი აქტიურად არის ჩართული მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge  და სხვადასხვა სერტიფიკატებითა და დიპლომებით ხშირად ჯილდოვდება.

მოსწავლეებმა ანასტასია ლობჟანიძემ და ნინო კირთაძემ აქტიური მონაწილეობა მიიღეს პროექტში - „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით“, რომელიც ჩატარდა გუდაურში და  განახორციელა ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ ჩეხეთის განვითარების სააგენტომ,  USAID-ის დაფინანსებით და წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის „ლაგის“ ჩართულობით. 

იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203