„გილოცავთ ჩემო უნიჭიერესო პედაგოგებო“- ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის ლიდერი მასწავლებლები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
17-08-2021

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის ხუთმა პედაგოგმა USAID-ის ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით დაასრულა.

ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსში მონაწილეობდნენ:

  • ირმა ბოჭორიშვილი;
  • ცისანა გურეშიძე;
  • ინგა კვინიკაძე;
  • ნინო კაპანაძე;
  • მირანდა მანჩხაშვილი.

ზესტაფონის N4 საჯარო სკოლა ულოცავს პედაგოგებს ამ წარმატებას და კარიერულ წინსვლას უსურვებს.

 „გილოცავთ ჩემო უნიჭიერესო პედაგოგებო USAID-ის “საბაზისო განათლების პროგრამის“ პროექტში აქტიური მონაწილეობისთვის დამსახურებულად მიღებულ ლიდერი მასწავლებლების სერტიფიკატებს. გისურვებთ შემდგომ პროფესიულ წარმატებებს ჩვენი მოსწავლეებისა და სკოლის განვითარების მეტად მნიშვნელოვან საქმიანობაში“,- წერს ლელა კირკიტაძე, ზესტაფონის N4 საჯარო სკოლის დირექტორი.

ლიდერი მასწავლებლის ტრენინგში მონაწილეობისათვის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203