ხონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებმა ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს
17-08-2021
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები საზაფხულო არდადეგების მიუხედავად კვლავ აქტიურად განაგრძობენ პროფესიულ ზრდა-განვითარებას.
სკოლის პედაგოგებმა: მანანა ბურჯანაძემ, მედეა კუპრეიშვილმა და ქეთევან კაკაბაძემ 2020-2021 აკადემიურ წელს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში ლიდერი მასწავლებლის ტრენინგკურსი წარმატებით გაიარეს.
პედაგოგებმა ტრენინგკურსის დასრულების შემდგომ ტესტირება წარმატებით დაძლიეს და შესაბამისი სერტიფიკატები დაიმსახურეს.
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლა, მასწავლებლებს ულოცავს ამ გამარჯვებას და პროფესიულ საქმიანობაში კვლავ წინსვლას უსურვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია