გაიცანით, დუისის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ამინა ხანგოშვილი, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა
17-08-2021
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით, მშვიდ გარემოში დასრულდა. სკოლა წელს კიდევ ერთმა კურსდამთავრებულმა, ამინა ხანგოშვილმა ასახელა. ამინა ერთ-ერთი ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტია. ინგლისურ ენაში მაქსიმალური 80 ქულიდან 79 ქულა აიღო, ისტორიაში მაქსიმალური 60 ქულიდან – 58, ხოლო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 70-დან 67 ქულა.
სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულს რეპეტიტორებთან არ უვლია, მხოლოდ ქართულის მასწავლებელთან დადიოდა კვირაში ორჯერ. დანარჩენ საგნებში ამინა დამოუკიდებლად ემზადებოდა და ნიჭიერმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასებებიც დაიმსახურა;
დუისის საჯარო სკოლა ამაყობს ამინა ხანგოშვილის წარმატებით და სკოლის სასახელოდ კიდევ უამრავ წარმატებებს უსურვებს.
18 წლის ამინა თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ისწავლის.