ხაშურის N7 საჯარო სკოლაში საინტერესო საპილოტე პროგრამა განხორციელდება
17-08-2021
ხაშურის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. სკოლა მუდმივად ზრუნავს, რათა მოსწავლეებმა უმაღლესი ხარისხის განათლება მიიღონ.
სკოლამ, კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია და STEM მიმართულების კლუბის - „ჩხირკედელას“ სკოლებში დანერგვის მიზნით ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 10 საპილოტე სკოლას შორის დასახელდა.
ხაშურის N7 საჯარო სკოლის მსგავსი წარმატება, მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო მეტად გახდის სასწავლო პროცესს საინტერესოს, რაც მათ დადებით შედეგებზე თავისთავად აისახება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია